არქიტექტურული ბრენდის კონცეფცია
პერსონალური კონცეპტუალური პროექტი არქიტექტურული კომპანიისთვის, რომელიც აერთიანებს ვიზუალურ იდენტობას, ბეჭდურ მასალებსა და ვებგვერდის დიზაინს.
- პროექტი
- პერსონალური კონცეფცია · 2022
- მიმართულებები
- ვიზუალური იდენტობა / ბეჭდური დიზაინი / ვებგვერდის ინტერფეისი
- დიზაინი
- Nikoloz Tse.
იდეა
ერთი არქიტექტურული ბრენდი - სხვადასხვა გამოცდილება
HILLFA-ს იდეა სოციალური ცხოვრებისა და ურბანული გარემოს კავშირს ეფუძნება. პროექტზე მუშაობა ვიზუალური იდენტობით დავიწყე და გავაგრძელე მომსახურების პაკეტებით, ბეჭდური მასალებითა და ვებგვერდის კონცეფციით. მიზანი იყო, ყველა ნაწილში ბრენდის საერთო ხასიათი შენარჩუნებულიყო.
ერთი იდენტობა. მომსახურების სამი პაკეტი
BASIC, COMF და FUTUR არქიტექტურული მომსახურების სამ განსხვავებულ პაკეტს წარმოადგენს. თითოეულს საკუთარი სიმბოლო და ვიზუალური აქცენტი აქვს, თუმცა სამივე HILLFA-ს საერთო იდენტობის ნაწილია.
BASIC

COMF

FUTUR

საერთო ვიზუალური ენა
გეომეტრიული ნიშანი, ბრენდზე მორგებული ქართული და ინგლისური ლოგოტიპები და შეზღუდული ფერთა პალიტრა ერთიან ვიზუალურ საფუძველს ქმნის.
იდენტობა პრაქტიკაში
ვიზუალური სისტემა გრძელდება დოკუმენტაციაში, პროექტის შეფუთვასა და ახალი სახლის მფლობელისთვის განკუთვნილ კონცეპტუალურ გადასაცემ მასალაში.
ვიზუალური იდენტობა ბეჭდურ გამოცემაში
კატალოგი HILLFA-ს მომსახურების პაკეტებს ერთ გამოცემაში აერთიანებს. COMF-ის ნათელ გვერდებზე ნარინჯისფერი აქცენტები გვხვდება, FUTUR-ში კი მუქი ნაცრისფერი და ლურჯი ჭარბობს. ორივეს საერთო ტიპოგრაფიული იერარქია და გეომეტრიული დეტალები აკავშირებს.
იდენტობიდან ინტერფეისამდე
ვებგვერდის კონცეფცია ბრენდის იდენტობას ციფრულ სივრცეში აგრძელებს. კომპანიის შესახებ ინფორმაცია, მომსახურების პაკეტები და საკონტაქტო მონაცემები ერთიანი ვიზუალური სისტემით არის წარმოდგენილი.
ინტერფეისის კონცეფცია
მთავარი გვერდი ერთ უწყვეტ სქროლად იკითხება. ჰედერში BASIC, COMF და FUTUR პროდუქტები და განათებისა და ხმის სერვისებია, ქვემოთ კი ბრენდის შოურილით ჰერო, კომპანიის შესახებ ინფორმაცია, სამი პაკეტი და შერჩეული პროექტები. არჩეული ვარიანტი იშლება, დანარჩენები კი პატარავდება, ბუნდოვანდება ან შავ-თეთრი ხდება, რათა ყურადღება ერთ არჩევანზე დარჩეს. თითოეულ სერვისს საკუთარი აქცენტის ფერი აქვს, გვერდს კი შეფასებები, პარტნიორები და საკონტაქტო ფორმა ასრულებს.
Primary information
Partnered shop
Hero text
Brand showreel
Interactive designNon-selected box: reduced size and layer blur
Information about company
"View" buttonFollows the mouse
Main productsBASIC. COMF. FUTUR.
Interactive designChosen option is expanded
Clickable projects
Interactive designChosen option is expanded
Swipe through projects
Service colourIntroduced as the accent
Other servicesAnd more information
Descriptive section
Interactive designNon-selected option is blurred and black and white
Options are clickable
Testimonial space
Provides a sense of trust
List of partnersClickable shop button
Contact areaFill in information
FooterPrimary and secondary options
ბრენდი გარე რეკლამაში
გარე რეკლამის კონცეფცია იმავე ვიზუალურ ენას იყენებს და არქიტექტურულ გამოსახულებებს, მომსახურების პაკეტებსა და ბრენდის გზავნილს აერთიანებს.